🗓️ რეგრესული ჰიპნოზის სესია ლევან შატბერაშვილთან ერთად, პრანა გიწვევთ უნიკალურ გამოცდილებაზე 21 ივნისს, 12:00 საათზე.
✨ რეგრესული ჰიპნოზი დაგეხმარებათ, თუ:
ხშირად ხვდებით ერთი და იმავე პრობლემის წინაშე და ვერ ხსნით რატომ;
გაქვთ აუხსნელი შიში ან შეზღუდვა;
გსურთ ემოციური განთავისუფლება;
დაინტერესებული ხართ სულიერი თვითშემეცნებით და განვითარების გზებით.
🌟 რა არის რეგრესული ჰიპნოზი?
რეგრესული ჰიპნოზი არის ტექნიკა, რომელიც ცნობიერად მოდუნებულ მდგომარეობაში ყოფნისას ადამიანს შესაძლებლობას აძლევს დაბრუნდეს წარსულ გამოცდილებებში - ბავშვობაში ან უფრო ღრმა ფენებში (სურვილისამებრ, წინა ინკარნაციებშიც).
ეს პროცესი ტარდება პროფესიონალი ჰიპნოთერაპევტის ხელმძღვანელობით, უსაფრთხო და კონტროლირებად გარემოში.
დარეგისტრირდი აქ:
https://shorturl.at/HuMBG
დასწრების ღირებულება: 111 ლარი
რა სიკეთეს მოგიტანს ეს სესია?
✨უღრმავდები საკუთარ ქვეცნობიერს და იღებ პასუხებს, რომლებსაც შესაძლოა გონებით ვერ აყალიბებდე;
✨ აცნობიერებ წარსულიდან დაგროვილ ემოციურ ბლოკებსა და ტრავმებს;
✨ეს პროცესი ამცირებს შფოთვას, ფობიებსა და უკონტროლო ემოციებს;
✨ხელს უწყობს გადაწყვეტილებების მიღებას და საკუთარი გზის პოვნას;
✨აძლიერებს შინაგან სიმშვიდეს.
ფასილიტატორი: ლევან შატბერაშვილი, ფსიქოლოგი, სერტიფიცირებული ჰიპნოლოგი და რეგრესოლოგი, რომელიც წლებია წარმატებით მუშაობს ინდივიდებთან ჰიპნოთერაპიის და ქვეცნობიერი მოგზაურობის მიმართულებით. მისი სესიები გამოირჩევა სიღრმით, სიფრთხილით და შედეგზე ორიენტაციით.
📌 გელოდებით, პრანა | ბახტრიონის 11ბ
You may also like the following events from PRANA • პრანა: